19:13 | 2021-08-24 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

ვინ არის 21 წლის ორსული, რომელიც ავარიის შედეგად გარდაიცვალა

ვინ არის 21 წლის ორსული, რომელიც ავარიის შედეგად გარდაიცვალა

ვანის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევას 21 წლის ნანუკა დვალიშვილი ემსხვერპლა. ინფორმაციას „ინფოიმერეთი“ ავრცელებს.

 

საპირისპირო მიმართულებით მოძრავი ორი ავტომობილი ერთმანეთს სოფელ ციხესულორთან შეეჯახა, რის შედეგადაც ორსული ქალი გარდაიცვალა.

 

„ღმერთო რა დააშავა ამ პატარა გოგომ სულ რაღაც 21 წლის იყო, ბავშვს ელოდებოდნენ, გახარებული იყო ცხოვრება უხაროდა, მაგრამ ვინ აცადა, წავიდა ჩვენი ნანუკა და შვილიც წაიყვანა, თავისი იყო ჩვენ რას დაგვიტოვებდა. ასე უნდა დახვედროდი შენს ქმარს გოგო, გაცივებული?! გული გვეწვისს, რა დღე გაგვითენდა ხალხნო ეს რა დაგვემართა, მე რაც მინდოდა ყველაფერი ჩუმად გითხარი უკვე, გზა მშვიდობისა პატარა ანგელოზო, ღმერთმა ნათელში გამყოფოთ შენ და შენი პატარა ბიჭი”- წერს გარდაცვლილის მეგობარი სოციალურ ქსელში.

 

ავტოსაგზაო შემთხვევა გუშინ მოხდა. მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

 

ასევე დაგაინტერესებთ: 

 

 

 

 

 

 

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X