
დაჭრა კახეთში – შემთხვევა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბადიაურში მოხდა.
შუახნის კაცი სანადირო თოფიდან დაჭრეს. მას ჭრილობა თავის არეში აქვს მიყენებული.
დაჭრილი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საჯარეჯოს “ჯეოჰოსპიტალსის” კლინიკაში მოათავსა. პაციენტს ამ წუთებში ქირურგიული ოპერაცია უტარდება.
ექიმების განმარტებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
წინასწარი ინფორმაციით, დაჭრილი მამაკაცი სავარუდოდ ერთ-ერთ ქალს, შეტყობინებებს უგზავნიდა, რამაც ქალის ახლობლებთან კონფლიქტი გამოიწვია.
სავარაუდო ბრალდებული პოლიციამ უკვე დააკავა. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმდებები.
ავტორი: ხათუნა გულიაშვილი
ასევე დაგაინტერესებთ:






















