21:04 | 2021-08-25 ავტორი: Prime Time

გურჯაანში 70 წლამდე კაცი გარდაცვლილი ნახეს

გურჯაანში 70 წლამდე კაცი გარდაცვლილი ნახეს

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ მუკუზაანში, 70 წლამდე კაცი გარდაცვლილი ნახეს.

 

მეზობლებმა ცხედარს, საკუთარ საცხოვრებელ სახლში მიაგნეს.

 

ადგილობრივების ინფორმაციით, გარდაცვლილს ძალადობის კვალი არ აღენიშნება, თუმცა, გარდაცვალების მიზეზი, ამ ეტაპზე, უცნობია.

 

 

მომხდარზე გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 115- ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.

 

რა გახდა გარდაცვალების რეალური მიზეზი, საქმეზე დანიშნული ექსპერტიზა დაადგენს.

 

ავტორი: ხათუნა გულაშვილი

 

ასევე დაგაინტერესებთ: 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X