11:07 | 2021-08-26 ავტორი: Prime Time

ქავთარაძის ქუჩის საველე ჰოსპიტალში მოთავსებული ყველა პაციენტი ჟანგბადდამოკიდებულია

ქავთარაძის ქუჩის საველე ჰოსპიტალში მოთავსებული ყველა პაციენტი ჟანგბადდამოკიდებულია

ქავთარაძის ქუცაზე მდებარე საველე ჰოსპიტალში მოთავსებული 64-ვე პაციენტი ჟანგბადდამოკიდებულია- ამის შესახებ ჰოსპიტლის კოვიდდეპარტამენტის კურატორმა, მერაბ ჩიქოვანმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

 

მისივე თქმით, ერთი პაციენტის მდგომარეობა დამძიმდა რის გამოც პოლიტპროფილურ კლინიკაში გადაიყვანეს.

 

„სტაციონარში მკურნალობას ამ ეტაპზე 64 პაციენტი აგრძელებს. მოხდა 1 პაციენტის გადაყვანა პოლიტპროფილურ კლინიკაში. პაციენტის სხვა კლინიკაში გადაყვანის მიზეზი სატურაციის მაჩვენებლის შემცირება და ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობის გაუარესება გახდა. ყველა პაციენტი უზრუნველყოფილია ჟანგბადის წერტილით. ვფიქრობთ, უახლოეს მომავალში რამდენიმე პაციენტს ბინაზე გავწერთ“, – განაცხადა მერაბ ჩიქოვანმა.

ავტორი: Prime Time

X