11:43 | 2021-08-26 ავტორი: თეონა ყაჭიური

თბილისში კორონავირუსის 1 540 შემთხვევა გამოვლინდა – რა ხდება საქართველოს სხვა რეგიონებში

თბილისში კორონავირუსის 1 540 შემთხვევა გამოვლინდა – რა ხდება საქართველოს სხვა რეგიონებში

საქართველოში კორონავირუსის ახალი დადასტურებული შემთხვევებიდან ყველაზე მეტი კვლავ დედაქალაქში ფიქსირდება.

 

26 აგვისტოს მონაცემებით, თბილისში კორონავირუსის 1 540 შემთხვევა გამოვლინდა.

 

რეგიონებში კორონავირუსის შემთხვევათა გადანაწილება ასეთია:

 

თბილისში გამოვლენილია 1 540 შემთხვევა, აჭარა – 494, იმერეთი – 462, ქვემო ქართლი – 312, შიდა ქართლი – 274, გურია – 119, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 334, კახეთი – 361, მცხეთა-მთიანეთი – 102, სამცხე-ჯავახეთი -99, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 31.

 

ცნობისთვის, 26 აგვისტოს საქართველოში კორონავირუსის 4 128 ახალი შემთხვევა გამოვილნდა. დადებითობის დღიური მაჩვენებელი კი 9.46%-ია.

 

24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 26 700-მა ადამიანმა გაიკეთა. სულ ქვეყანაში 1 065 848 აცრა გაკეთდა. სრულად ვაქცინირებულია 331 736 ადამიანი.

 

ასევე დაგაინტერესებთ: 

 

 

 

 

 

 

ავტორი: თეონა ყაჭიური

X