
რუსთავში კორონავირუსს 24 წლის ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა. გარდაცვლილის ოჯახის წევრების ინფორმაციით, 24 წლის ბიჭი თავდაპირველად მკურნალობას ბინაზე გადიოდა, ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების შემდეგ კი თბილისში კლინიკა ნიუ ვიჟენში გადაიყვანეს, თუმცა ახალგაზრდას გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.
შეგახსენებთ, 26 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით 4 128 ადამიანი დიანფიცირდა. ამასთან, გამოჯანმრთელდა 5 611, ხოლო გარდაიცვალა 79. ინფორმაცია უკვე განახლდა stopcov.ge-ზე.
ბოლო ინფორმაციით, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 95, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 7356.
ასევე დაგაინტერესებთ:






















