13:17 | 2021-08-26 ავტორი: თეონა ყაჭიური

საბერძნეთში, ქართველი ქალის მკვლელობაში ბრალდებული ქართველი მამაკაცი იზოლატორში გარდაცვლილი ნახეს – რა მოხდა?

საბერძნეთში, ქართველი ქალის მკვლელობაში ბრალდებული ქართველი მამაკაცი იზოლატორში გარდაცვლილი ნახეს – რა მოხდა?

საბერძნეთში 56 წლის ქალის მკვლელობაში ბრალდებულმა ქართველმა მამაკაცმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ამის შესახებ ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს.

 

ადგილობრივი პრესის ცნობით, 48 წლის ქართველმა ბრალდებულმა წინასწარი დაკავების იზოლატორში თავი ჩამოიხრჩო.

 

ვინ იყო 24 წლის რუსთაველი ახალგაზრდა, რომელიც კორონავირუსით გარდაიცვალა
2021-08-26ვინ იყო 24 წლის რუსთაველი ახალგაზრდა, რომელიც კორონავირუსით გარდაიცვალა

 

საბერძნეთის ქალაქ სალონიკში საქართველოს მოქალაქე, 56 წლის ქალი ორი დღის წინ მოკლეს. მეგობარმა მამაკაცმა ის საცხოვრებელ სახლში ჯერ სცემა, შემდეგ კი ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა.

 

ბერძენმა სამართალდამცველებმა მკვლელობაში ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში ქალაქის სხვა უბანში დააკავეს.

 

ასევე დაგაინტერესებთ: 

 

 

 

 

 

 

ავტორი: თეონა ყაჭიური

X