
თბილისში, ივ. ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში, 19 წლის ორსული მშობიარობის შემდეგ გარდაიცვალა. ახალგაზრდა ქალი კორონავირუსით იყო ინფიცირებული.
ახალშობილის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. შემთხვევა ივ. ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში წუხელ მოხდა.
საქართველოში კოვიდით ინფიცირებული ორსული ქალის გარდაცვალების მე-11 შემთხვევა დაფიქსირდა.
ასევე ნახეთ: ვინ იყო კორონავირუსით იფიცირებული 26 წლის ქალი, რომელიც მშობიარობის შემდეგ გარდაიცვალა






















