
ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, კოვიდინფიცირებულ ორსულებში ლეტალობის შემთხვევებს გინეკოლოგთა ასოციაცია გამოიკვლევს.
მინისტრმა აღნიშნა, რომ რიგ შემთხვევებში, მსგავსი პაციენტების ჰოსპიტალიზაცია, დაგვიანებულია.
ჟურნალისტების კითხვაზე, უნდა შეიცვალოს, თუ არა ორსული ქალებისთვის ვაქცინაციის პროტოკოლი, მინისტრი პასუხობს, რომ ამასთან დაკავშირებით გინეკოლოგთა ასოციაციაციის მიერ გამოქვეყნებული დასკვნის შემდეგ იმსჯელებენ.
“თითოეული პაციენტის ასეთი მძიმე გამოსავალი არის მთელი ქვეყნის ტრაგედია. ჩვენ ამ გართულებებს ვაკვირდებით სამედიცინო და სტატისტიკურ ჭრილში. ჩართულია გინეკოლოგთა ასოციაცია, რათა მათ დადონ კონკრეტული დასკვნები, რაც არის მიზეზი იმის, თუ რატომ გვაქვს ბოლო პერიოდში გახშირებული ლეტალური შემთხვევები ორსულებში. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ, რიგ შემთხვევებში, დაგვიანებული სტაციონარიზაცია.
გუშინ ერთ-ერთი ორსულის სამეგრელოს რეგიონიდან საავადმყოფოში გადმოყვანა იყო საჭირო, თუმცა ამ ორსულს დარეკილი არ ჰქონდა 112-ზე, სამაგიეროდ პოსტი ედო “ფეისბუქზე”. ჩვენ ვიღებთ სოციალური ქსელიდანაც დამატებით ინფორმაციებს და ის პაციენტები, რომლებიც სამწუხაროდ არ მიმართავენ ექიმს, მაგრამ არჩევენ სოციალური მედიით კომუნიკაციას ვცდილობთ, რომ ვიყოთ ყურადღებით,” – აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.
ასევე დაგაინტერესებთ:






















