22:33 | 2020-04-01 ავტორი: Prime Time

გამოდიოდა პალატიდან და იფურთხებოდა… – კორონავირუსით ინფიცირებული ექთანი პაციენტზე, რომლისგანაც ვირუსი გადაედო

გამოდიოდა პალატიდან და იფურთხებოდა… – კორონავირუსით ინფიცირებული ექთანი პაციენტზე, რომლისგანაც ვირუსი გადაედო

აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან, ბათუმში კორონავირუსით დაინფიცირებული ექთანი ჰყვება, რომ პაციენტი, რომლისგანაც მას კორონავირუსი გადაედო, სავარაუდოდ, ფსიქიკურად დაავადებული იყო.

 

ვახო ხუზმიაშვილის „თავისუფალ სივრცეში“ გასულ ინტერვიუში, ექთანი დაინფიცირების ისტორიას ჰყვება და ამბობს რომ აშშ-დან ჩამოსული საქართველოს მოქალაქე, მედ-პერსონალის მითითებებს არ ემორჩილებოდა და პალატას სისტემატიურად ტოვებდა:

 

„შესული ვიყავი პაციენტთან, სავარაუდოდ ფსიქიკურად დაავადებული იყო. არ ემორჩილებოდა ჩვენს მითითებებს, გამოდიოდა პალატიდან, ვერ ვაკავებდით ბოქსირებულ პალატაში. სულ გამოდიოდა გვეჩხუბებოდა და იფურთხებოდა. სავარაუდოდ აქედან მოხდა ინფიცირება, თუმცა სათანადოდ ვიყავი დაცული – მეკეთა სამედიცინო ნიღაბი, ქუდი და სათვალე.

 

ამის შემდეგ უმეტესად თანამშრომლებთან მქონდა შეხება. კონტაქტები დადგენილია და ყველა თვითიზოლაციაში იმყოფება.

 

ახლა თავს კარგად ვგრძნობ, იოლ ფორმაში მაქვს ვირუსი. არაფერი არ მაწუხებდა, უბრალოდ მომინდა ტემპერატურის გაზომვა. როცა გავიზომე 37 მქონდა სიცხე და ექიმთან მივედი.

 

ის პაციენტი განაგრძობს მ, ოღონდ სხვა კლინიკაშია გადაყვანილი. ამერიკიდან ჩამოსული ქართველია, მაგრამ როგორც ამბობდა ამერიკაში ცხოვრობდა“, – აცხადებს COVID-19-ით ინფიცირებული ექთანი.

 

 

 

ცნობისთვის, 1-ლი აპრილის მდგომარეობით საქართველოში 117 ინფიცირებულიაგამოჯანმრთელდა 23 პაციენტი.

 

 

 

 

 

 

 

  • მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში სასურსათო მაღაზიების, ბენზინგასამართი სადგურების, კვების ობიექტების, ღია საკოლმეურნეო ბაზრების და აფთიაქების გარდა ყველა სავაჭრო ობიექტი დაიხურა.

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ:

ჩემი კოლეგა არის გმირი! - პაატა იმნაძე ინფიცირებულ ექთანზე 
2020-04-01ჩემი კოლეგა არის გმირი! - პაატა იმნაძე ინფიცირებულ ექთანზე 
ავტორი: Prime Time

X