17:00 | 2021-08-27 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

ირაკლი ღარიბაშვილი – სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს კახეთში დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად

ირაკლი ღარიბაშვილი – სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს კახეთში დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად

სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს კახეთში დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინიატრი ირაკლი ღარიბაშვილი, ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე წერს.

 

როგორც პრემიერი აღნიშნავს, პროცესის წარმართვა ვიცე- პრემიერ ლევან დავითაშვილს დაევალა.

 

“ძლიერმა სეტყვამ და ქარმა კახეთში – ყვარლის, თელავისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში 4 600 ჰექტარი ვენახი დააზიანა. სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად. ამ პროცესის წარმართვა ვიცე-პრემიერ ლევან დავითაშვილს დავავალე. შექმნილია საკოორდინაციო შტაბი, სადაც მიმდინარეობს ზარალის დათვლა. ადგილზე იმყოფება ჩემი წარმომადგენელი – მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლერი ბარნაბიშვილი. არც ერთი დაზარალებული არ დარჩება სახელმწიფოს ზრუნვის გარეშე!”, – აღნიშნავს პრემიერი.

 

ასევე დაგაინტერესებთ: 

 

 

 

 

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X