21:34 | 2021-08-27 ავტორი: Prime Time

დედას ხუთი თვის ძუძუზე მყოფი ბავშვი ხელიდან წაგლიჯეს და გაურკვეველ ადგილზე წაიყვანეს“ – საკრებულოს ყოფილი დეპუტატი გამაოგნებელ ამბავზე წერს

დედას ხუთი თვის ძუძუზე მყოფი ბავშვი ხელიდან წაგლიჯეს და გაურკვეველ ადგილზე წაიყვანეს“ – საკრებულოს ყოფილი დეპუტატი გამაოგნებელ ამბავზე წერს

საკრებულოს ყოფილი დეპუტატის, გულიკო ზუმბაძის თქმით, მოსკოვის გამზირზე გამაოგნებელი ამბავი მოხდა.

 

როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, ანა კაციაშვილს ხუთი თვის შვილი ხელიდან წაგლიჯეს და გაურკვეველ ადგილას წაიყვანეს.

 

„გამაოგნებელი ამბავი მოხდა, მოსკოვის გამზირზე მცხოვრებ ანა კაციაშვილს ხუთი თვის ძუძუზე მყოფი ბავშვი ხელიდან წაგლიჯეს და გაურკვეველ ადგილას წაიყვანეს. ამ ოპერაციას სოციალური სააგენტოს წარმომადგენელი ხელმძღვანელობდა.

 

ეს მოხდა 19 აგვისტოს. მას შემდეგ დედა გლდანის ფსიქიატრიულ საავადმყოფოშია, სადაც ის სასწრაფო დახმარების მანქანით მიიყვანეს. ბავშვის დედამ დღეს შეგვატყობინა ამ ფაქტის შესახებ. მისი თქმით, პატარა მათე დილის სეირნობისას სასტიკი ფორმით გასტაცეს. რომ მანამდე სოც .მუშაკი მასთან არასოდეს ყოფილა.

 

მინდა დავეხმარო უსუსურ და დაუცველ მდგომარეობაში მყოფ დედას. გავერკვე, რა მოხდა სინამდვილეში. რასთან გვაქვს საქმე, “- წერს გულიკო ზუმბაძე.

 

 

ასევე დაგაინტერესებთ: 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X