
„ქართული ხმების“ პროდიუსერი გივი მახაშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, რომელიც რამდენიმე ხნის წინ, ზურა ბაკურაძემ გაუგზავნა.
პოსტს „პრაიმტაიმი“ უცვლელად გთავაზობთ:
„ჩამიწერა და გამომიგზავნა. იცოდა, რომ ეს სიმღერა ყველაზე მეტად მიყვარდა. დაღამებულაა და ჩვენ კიდევ არ ვიმჩნევთ . მარიამობა შენს გარეშე … ეხლა რაჭაში ცხენებით მრავალძლისკენ უნდა მივდიოდეთ , სიმღერით… იქიდან უნდა ვულოცავდეთ მთელ საქართველოს მარიამობას,“ – წერს გივი მახაშვილი.
შეგახსენებთ, „ქართული ხმების“ სოლისტი ზურა ბაკურაძე უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა.
სოფელ შქმერში გზა ჩავარდა. მომღერალი, რომელიც ფეხით გადაადგილდებოდა ხევში გადაიჩეხა.
ზურა ბაკურაძე რაჭაში, დედის დაკრძალვაზე იმყოფებოდა. დაკრძალვის შემდეგ ის რამდენიმე დღით რაჭაში დარჩა.
ასევე დაგაინტერესებთ:






















