12:12 | 2021-08-30 ავტორი: თეონა ყაჭიური

ამ ვიდეოს გამო, ახალგაზრდა ქართველმა „ექსპერტებმა“, რძე რომ არ შეშრობიათ ჯერ ტუჩებზე, მიწასთან გამასწორეს თავისი ჭკუით – რა ვიდეოს აქვეყნებს გიორგი ფხაკაძე

ამ ვიდეოს გამო, ახალგაზრდა ქართველმა „ექსპერტებმა“, რძე რომ არ შეშრობიათ ჯერ ტუჩებზე, მიწასთან გამასწორეს თავისი ჭკუით – რა ვიდეოს აქვეყნებს გიორგი ფხაკაძე

ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში საკუთარ ვიდეოს აზიარებს, რომელიც მას აპრილში აქვს ჩაწერილი.

 

როგორც ფხაკაძე ამბობს, ამ ვიდეოს გამო იგი ბევრმა ადამიანმა გააკრიტიკა. მისი თქმით, ბევრი რამ აღმოჩნდა უფრო მწარე, ვიდრე იმ დროისთვის ჩანდა, რომ იქნებოდა.

 

ანტივაქსერების სექტამ ამოჭრა ამ ვიდეოდან ნაწილი და ეს ვიდეო მთელ ქართულ ინტერნეტ ქსელში დაატრიალა.

 

ქართველი ფაქტ-ჩეკერები ასევე დამესივნენ და დამარეპორტეს ფეისბუკზე ამ ვიდეოს გამო და ახალგაზრდა ქართველმა “ექსპერტებმა” (რძე რომ არ შეშრობიათ ჯერ ტუჩებზე და უკვე ექსპერტებად საღდებიან ) ხომ საერთოდ მიწასთან გამასწორეს თავისი ჭკუით…

 

ახლა გადავხედე ამ ვიდეოს და მართლა ძალიან ანერვიულებული ვიყავი, ვინაიდან კვლევების საგანგაშო ანგარიშები მოდიოდა სამხრეთ აფრიკიდან და ინდოეთიდან. დიახ, 2021 წლის 22 აპრილისთვის ბევრი რამ არ ვიცოდით.

 

ერთი რამ, რაც არის რეალობა – სამწუხაროდ. ბევრი რამ აღმოჩნდა უფრო მწარე, ვიდრე ჩანდა იმ დროს. ასევე, კარგი ამბებიც გვაქვს, ფაიზერის ვაქცინა, აჩვენა თავისი ეფექტურობა მოდერნასთან ერთად და საკმაოდ ეფექტური აღმოჩნდა ინდური (დელტა) ვარიანტის წინააღმდეგ.

 

აიცერით ფაიზერის ვაქცინით, რაც შეიძლება, მალე. სიმართლე მწარეა, მაგრამ მხოლოდ სიმართლე გადაგვარჩენს“,- წერს გიორგი ფხაკაძე.

 

ნაწყვეტი ვიდეოდან

 

 

იხილეთ ვიდეო, რომელიც 2020 წლის აპრილშია ჩაწერილი (სრულად): 

 

ავტორი: თეონა ყაჭიური

X