
„ყველა შუქი რაც ჩემს ცხოვრებაში არსებობდა ჩაქრა, … ჩემი პატარა ბიჭი, ჩემი ყველაზე კარგი გიო, არ შეიძლება ამის გადატანა“, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ლეჩხუმში ავარიის დროს გარდაცვლილი გიორგი სანთელაძის და, ანა სანთელაძე წერს.
შეგახსენებთ, ლეჩხუმში ავტოსაგზაო შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა. ავარიას გიორგი სანთელაძისა და ლაშა ცხვედიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ისინი დეიდაშვილები იყვნენ.
ასევე დაგაინტერესებთ:























