19:30 | 2021-08-30 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

„კორონავირუსის კიდევ ერთი ახალი შტამი გამოვლინდა!“ – ზაზა წერეთელი ინფორმაციას ავრცელებს

„კორონავირუსის კიდევ ერთი ახალი შტამი გამოვლინდა!“ – ზაზა წერეთელი ინფორმაციას ავრცელებს

ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი ზაზა წერეთლის ინფორმაციით, კორონავირუსის ახალი შტამი გამოვლინდა. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.

 

„სამხრეთ აფრიკაში გამოვლინდა ახალი COVID ვარიანტი, C.1.2 ვარიანტი, რომელიც პირველად გამოვლინდა სამხრეთ აფრიკაში, უფრო მუტირებულია ორიგინალ ვირუსთან შედარებით, ვიდრე ნებისმიერი სხვა ცნობილი ვარიანტი.

 

ამ მომენტისათვის C.1.2 ვარიანტები იქნა ნაპოვნი ინგლისში, ჩინეთში, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, მავრიკიუსში, ახალ ზელანდიაში, პორტუგალიასა და შვეიცარიაში“, – ვკითხულობთ წერეთლის ფეისბუქ-პოსტში.

 

ასევე დაგაინტერესებთ: 

 

 

 

 

 

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X