
გქონდეს საკუთარი ბიზნესი – ესაა შესაძლებლობა ემსახურო საკუთარ საქმეს, იყო დამოკიდებული არა ხელმძღვანელზე არამედ შენს თავზე და მართო შენი შეხედულებების მიხედვით. ნულიდან ამ ყველაფრის დაწყება მარტივი ნამდვილად არ არის, სხვა ბევრ პრობლემასთან ერთად, რაც ბიზნესის წამოწყებას ახლავს თან, რამდენიმე უმნიშვნელოვანესი საკითხია, რასაც ბიზნესის წარმატებაში ლომის წილი მიუძღვის. ერთ-ერთი ასეთი თანამშრომლების მოძიება და დასაქმებაა.
თანამშრომლების მოძიება და დასაქმება
ერთგული, პროფესიონალი კადრებით დაკომპლექტებული გუნდი ნამდვილად დიდი დასაყრდენია, ამიტომაც აქვს უდიდესი მნიშვნელობა თანამშრომლების სწორად შერჩევას. ისევე როგორც თქვენ, სხვასაც არ მოსწონს მუდმივად ჩასაფრებულის პოზიციაში მყოფი ხელმძღვანელი, ამიტომ კეთილგანწყობა, მეგობრული და საქმეზე ორიენტირებული დამოკიდებულება ყველაზე მეტად ამართლებს ასეთ ვითარებაში.
თანამშრომლების განწყობას და მომხმარებლის მიმართ დამოკიდებულებას შეუძლია განსაზღვროს თქვენი მაღაზიის წარმატება, ამიტომ ეცადეთ, პოზიტიურ კადრებზე შეაჩეროთ არჩევანი, რომლებიც კი არ დაძაბავენ მომხმარებელს უკან დევნით, დაეხმარებიან იმავე წამს, როცა ამის საჭიროება დადგება.
თუ სასურსათო მაღაზია გაქვთ, უმჯობესია, ახლომახლო მცხოვრები კადრები დაასაქმოთ, რომელთაც არ შეექმნებათ სამსახურში მისვლის პრობლემა, თუნდაც მაშინ, როცა კოვიდ რეგულაციების დროს ტრანსპორტი გაჩერებულია. ამასთან მარტივი იქნება გადაადგილება საღამოს საათებშიც და დაღლილს არ მოუწევს, ელოდოს და იმგზავროს გადაჭედილი ტრანსპორტით.
კონკურენტუნარიანი ფასები
ფასები განსაზღვრავს თქვენი მაღაზიის ბედს, იმიჯს და მომავალს. განსაკუთრებით პირველ ეტაპზე ესაა უმნიშვნელოვანესი საკითხი, თუ თავიდანვე „ძვირიანი“ მაღაზიის იარლიყი „მოგაკრათ“ მომხმარებელმა, რთული იქნება ამ შეხედულების შეცვლა. ამიტომ ეცადეთ, ფასები ისე განსაზღვროთ, რომ არც სხვა მაღაზიები დარჩნენ ნაწყენი და მომხმარებელიც არ დაკარგოთ. ფასი და პროდუქციით მუდმივად შევსებული დახლები ის ფაქტორია, რომელსაც მომხმარებელი თქვენამდე მოჰყავს.
მარაგების სწორად აღრიცხვა
ბიზნესის მართვაში წამყვანი ადგილი მარაგების სწორად აღრიცხვას უჭირავს. მუდმივად უნდა გქონდეთ ინფორმაცია მარაგში არსებული პროდუქციის შესახებ, რომ სწორად მართოთ პროცესები.
მაღაზიის პროგრამა ოპტიმო ერთ სივრცეში აქცევს ყველა ინფორმაციას და ეხმარება ბიზნესოპერატორს მართოს და განავითაროს ბიზნესი.
მარაგების მართვის პროგრამის ოპტიმოს საშუალებით, მუდმივად გაქვთ ინფორმაცია შესყიდვების, გაყიდვებისა და მარაგების შესახებ, რაც ნიშნავს იმას, რომ თქვენთან მოსულ მომხმარებელს აუცილებლად დახვდება ის პროდუქტი, რისი ყიდვაც სურს და არ მოუწევს სხვაგან წასვლა, თუნდაც რომელიმე პირველადი მოხმარების ნივთის არ არსებობის გამო.
ოპტიმოს rs.ge – სთან ინტეგრაცია იძლევა საშუალებას ატვირთოთ, დააკორექტიროთ ზედნადები. მიიღოთ ინფორმაცია ყველაზე გაყიდვად და ნაკლებად მოთხოვნად პროდუქტზე, დაგეგმოთ მარკეტინგული აქტივობები და შესთავაზოთ აქციები მომხმარებლებს.
სწორედ ბიზნესის წარმატებისთვისაა შექმნილი ოპტიმო, რომელიც ხშირად თქვენს ნაცვლადაც ფიქრობს, გაწვდით სტატისტიკებს სწორი ნაბიჯის გადასადგმელად.
მარაგების აღრიცხვა ოპტიმოს მეშვეობით თქვენი ბიზნესის წარმატების წინაპირობაა.
(R)






















