
“კოვიდ გადატანილი პაციენტი ჩვენი პროგრამის მიხედვით 30 დღეში ექვემდებარება ვაქცინაციას და ვაქცინა უნდა ჩატარდეს ორჯერ”,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა.
“ჩვენ მივყვებით ორჯერ ვაქცინირების მოდელს ნებისმიერ შემთხვევაში. თუ იქნება დამატებითი რეკომენდაცია ამასთან დაკავშირებით, შეიძლება ამის განხილვა. დღევანდელი მდგომარეობით ითვლება, რომ მყარი იმუნიტეტი მიიღწევა ორჯერ ვაქცინაციით. არის ზოგიერთი ქვეყანა, სადაც ერთხელ ვაქცინაციას იყენებენ, ჩვენ შემთხვევაში ეს არის ორჯერ ვაქცინაცია” , – განაცხადა გაბუნიამ.
ასევე დაგაინტერესებთ:






















