15:31 | 2021-08-31 ავტორი: თეონა ყაჭიური

საქართველოში ამინდი უარესდება

საქართველოში ამინდი უარესდება

გარემოს ეროვნული სააგენტო განახლებული ამინდის პროგნოზს აქვეყნებს.

 

2-3 სექტემბერს საქართველოში მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, შესაძლებელია სეტყვა, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი. სინოპტიკოსების პროგნოზით, დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაიკლებს.

 

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექმა შესაძლებელია საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.

 

ასევე დაგაინტერესებთ: 

 

 

 

 

 

ავტორი: თეონა ყაჭიური

X