
დიზაინერმა, ანუკი არეშიძემ Youtube არხზე საკუთარი ვიდეობის დადება დაიწყო. პირველ ეპიზოდში საკუთარი ცხოვრების სხვადასხვა ნაწილიდან ვიდეოებია გაერთანებული.
ვიდეოს, სახელად „Welcome to my life“, უკვე 4 ათასზე მეტი ნახვა აქვს. მასში ასახულია მომენტები დიზაინერის ცხოვრებიდან: ურთიერთობა ბავშვებთან, მეუღლესთან და ასევე მნიშვნელოვანი დეტალები მისი საქმიანობიდან.
„საბოლოოდ, დავიწყე ჩემი Youtube თავგადასავალი. მე თქვენ გაჩვენებთ მომენტებს ჩემი ცხოვრებიდან, შეგახედებთ ჩემი პროექტების შიდა სამზარეულოში და ასევე გაგიზიარებთ ჩემს პირად რჩევებს.
გამომყევით ჩემს მოგზაურობაში, მაგრამ წინასწარ მაპატიეთ თუ არ ვიქნები აქტიური, ისევ ჩემი ცხოვრებიდან გამომდინარე“,- წერს დიზაინერი პირველი ვიდეოს გამოქვეყნებისას.
პირველი ეპიზოდი ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში კახა კალაძემაც გააზიარა.
იხილეთ ვიდეო:
ასევე დაგაინტერესებთ:






















