22:45 | 2021-09-01 ავტორი: Prime Time

ინფიცირების ყველაზე მაღალი პროცენტი არის 30-დან 60 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში – გაბუნია

ინფიცირების ყველაზე მაღალი პროცენტი არის 30-დან 60 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში – გაბუნია

ინფიცირების შემთხვევების ყველაზე მაღალი პროცენტი არის 30-დან 60 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში, მაგრამ საყურადღებოა ის, რომ გარდაცვალების შემთხვევების უდიდესი ნაწილი 70 წლის ზემოთ ასაკობრივ ჯგუფზე მოდის, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის ნიუსრუმი“ განაცხადა.

კოვიდვაქცინის ყალბი დოკუმენტი 350 ევროდ - ოთხივე გამყალბებელს პატიმრობა შეეფარდა
2021-09-01კოვიდვაქცინის ყალბი დოკუმენტი 350 ევროდ - ოთხივე გამყალბებელს პატიმრობა შეეფარდა

 

„რაც შეეხება ბავშვებში გავრცელებას, 0-დან 4 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში, გავრცელების მაჩვენებელი არის 4%, მთელი ამ შემთხვევების. ბავშვებში მოიმატა შემთხვევების გავრცელებამ, მაგრამ საბედნიეროდ, უდიდესი ნაწილი მაინც შემთხვევებისა, არის მსუბუქი ან საშუალო მიმდინარეობის, თავიდან იყო გარკვეული შიში ამ შემთხვევების მართვასთან დაკავშირებით, მაგრამ ახლა შედარებით დასტაბილურდა ეს ამბავი.

 

ხანდაზმულ ასაკში, 80 წლის ზემოთ ასაკობრივ ჯგუფში არის დაახლოებით 4% სრული შემთხვევებისა, მაგრამ პრობლემა არის ის, რომ ამ ასაკობრივი ჯგუფში, გამოსავალი არის ძალიან რთული, დიდი ნაწილი სიკვდილიანობის მოდის სწორედ მაღალი ასაკის პირებზე. ამიტომ, ჩვენი მთავარი მიზანი ახლაც არის ის, რომ ვაქცინაციის აქცენტი მეტად გადავიტანოთ ხანდაზმული ასაკის პირებზე, რომ მათი ჰოსპიტალიზაცია და ლეტალობა შემცირდეს“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

 

 

ასევე დაგაინტერესებთ: 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X