20:03 | 2021-09-01 ავტორი: Prime Time

სკანდალი! – კობახიძის თქმით, გიორგი გახარია კანდიდატურის არდაყენების სანაცვლოდ “ოცნებისგან” ფულს ითხოვდა

სკანდალი! – კობახიძის თქმით, გიორგი გახარია კანდიდატურის არდაყენების სანაცვლოდ “ოცნებისგან” ფულს ითხოვდა

ცნობილი ხდება, რომ გიორი გახარია თბილისის მერობისთის იბრძოლებს. თუმცა, ამავდროულად ვრცელდება ინფორმაცია, თუ რა პროცესები უძღოდა წინ ღონისძიებას, სადაც ყოფილმა პრემიერმა მერობის კანდიდატად საკუთარი თავი წარადგინა.

 

„იყო კომუნიკაციის მცდელობა შუამავლის მეშვეობით ფინანსურ თემაზე, იყო საუბარი იმაზე რომ თუ იქნებოდა ფინანსური დახმარება, არ დააყენებდა საკუთარ კანდიდატურას რაზეც მიიღო შესაბამისი პასუხი. ალბათ კეზერაშვილში შევეშალეთ“,- ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

გიორგი გახარიამ თბილისის მერობის კანდიდატად საკუთარი თავი წარადგინა
2021-09-01გიორგი გახარიამ თბილისის მერობის კანდიდატად საკუთარი თავი წარადგინა

 

„ამის შემდეგ მისი მხრიდან იყო ზარები და ითხოვდა შეხვედრას. დღეს შედგა შეხვედრა მასსა და კახი კალაძეს შორის, სადაც უთხრა კახი კალაძეს, რომ ის აპირებდა კანდიდატურის დაყენებას, რაზეც კალაძისგან მიიღო პასუხი, რომ ეს მისთვის არაა საინტერესო“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

ასევე დაგაინტერესებთ: 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X