16:45 | 2021-09-02 ავტორი: თამარ ბუჩუკური

Video: ვრცელდება ავტოსაგზაო შემთხვევის კადრები, რომელსაც ცნობილი მომღერალი ემსხვერპლა – რა მოხდა ვულიაღმენში

Video: ვრცელდება ავტოსაგზაო შემთხვევის კადრები, რომელსაც ცნობილი მომღერალი ემსხვერპლა – რა მოხდა ვულიაღმენში

ცნობილი რეპერის, პიტერ ანასტასოპულოს სიკვდილმა რეპისა და პოპის მოყვარულები შეძრა. რეპერის პოპულარობა დღითი დღე იზრდებოდა.

 

ირკვევა, რომ 34 წლის მომღერალი ვულიაღმენში, 02:30 საათზე მომხდარ ავტოავარიას შეეწირა. ის მანქანას თავად მართავდა და მეგობრის ქორწილიდან ბრუნდებოდა, სადაც ელენი ფურეირასთან ერთად იმღერა.

 

რეპერმა საჭე ვეღარ დაიმორჩილა და კონტროლი დაკარგა, ის ჯერ ბოძებს, შემდეგ კი დიდ ხეს შეეჯახა. ადგილზე 12 მაშველი, 4 სახანძრო მანქანა იყო მობილიზებული.

 

ის უგონო მდგომარეობაში იყო, როცა მანქანიდან გადმოიყვანეს. მომღერლის მანქანიდან გადმოყვანა მხოლოდ 2 საათის შემდეგ მოხერხდა.

 

ვრცელდება კადრები ავარიის ადგილიდან, სადაც გარდაცვლილის ახლო მეგობარიც იმყოფებოდა:

 

ნახეთ ვიდეო

 

 

ბოლო სიმღერამ, რომელიც ელენი ფურეირასთან ერთად ჩაწერა, უდიდეს წარმატებას მიაღწია და უმოკლეს ხანში თითქმის 18 მილიონი ნახვაც კი დააგროვა.

 

ასევე დაგაინტერესებთ: 

 

 

 

 

 

 

ავტორი: თამარ ბუჩუკური

X