
პედიატრი თემურ მიქელაძე 12 წელს ზემოთ ასაკის რისკ ჯგუფში მყოფი ბავშვების ვაქცინაციის აუცილებლობაზე საუბრობს.
„ჩემი რეკომენდაციაც იქნება, რომ პირველ რიგში, უნდა ავცრათ 12 წლის ზემოთ რისკ ჯგუფში მყოფი ბავშვები, რომელთათვისაც კორონავირუსი შეიძლება ფატალურად დასრულდეს. მთავარი პრიორიტეტი ჩვენთვის ეს უნდა იყოს. ამ ჯგუფში შეიძლება მოხვდნენ ბავშვები, რომელთაც სხვადასხვა პათოლოგია აქვთ თანდაყოლილი, ორგანოგადანერგილი ბავშვები, თირკმლის ქრონიკული უკმარისობით, გულის თანდაყოლილი მანკით, შაქრიანი დიაბეტის მქონე.
არის ცალკე გამოყოფილი რისკჯგუფები და ჩვენ რეკომენდაციას მივცემთ მშობლებს, მაგრამ ვაქცინაცია არ იქნება დაძალებით და სავალდებულო. აქამდე უნდა იმსჯელოს იმუნიზაციის საბჭომ, მანამდე კი ჰქონდეს მკაცრი საერთაშორისო მარეგულირებლის ნებართვა“, – განაცხადა მიქელაძემ „ტვ პირველის“ ეთერში.
ასევე დაგაინტერესებთ:






















