
კორონავირუსით გარდაცვლილი 47 წლის ქალის ტყუპი ახალშობილების მდგომარეობა მძიმეა.
კლინიკა „ბომონდის” ახალშობილთა რეანიმაციული განყოფილების ხელმძღვანელის მარინა ბარათაშვილის თქმით, 15 დღის ახალშობილები კვლავ რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებიან, ორივე ახალშობილი კოვიდინფიცირებულია, აქვთ პნევმონია.
„ორივე კოვიდდადებითი დაიბადა. კოვიდური პნევმონია აქვთ. 15 დღის არიან, აპარატზე რჩებიან. მდგომაროებას ახალშობილთა დღენაკლულობაც ართულებს“, – ამბობს ექიმი.
ცნობისთვის, 47 წლის ქალმა 19 აგვისტოს იმშობიარა. ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების გამო მისი თბილისში გადმოყვანა გახდა საჭირო, თუმცა, მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ მოახერხეს.
ასევე დაგაინტერესებთ:























