12:25 | 2020-04-02 ავტორი: Prime Time

ვინ არის ექიმი, რომელსაც კორონავირუსით ინფიცირება სწრაფი ტესტით დაუდასტურდა

ვინ არის ექიმი, რომელსაც კორონავირუსით ინფიცირება სწრაფი ტესტით დაუდასტურდა

ექიმი, რომელსაც კორონავირუსით ინფიცირება სწრაფი ტესტით დაუდასტურდა, კავკასიის მედიცინის ცენტრის თანამშრომელია.

 

მედიკოსს კორონავირუსი სწრაფი ტესტის მეშვეობით დაუდასტურდა, თუმცა 100%-იანი სიზუსტისთვის მას პისიარ ტესტი ჩაუტარდა, პასუხი კი ლუგარის ლაბორატორიიდან მოგვიანებით იქნება.

 

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია ფაქტს ადასტურებს და აღნიშნავს, რომ ელოდებიან PCR ტესტირების პასუხს.

 

„მას მხოლოდ სწრაფი ტესტი აქვს ჩატარებული და მას არ განვიხილავ, როგორც დადასტურებულ შემთხვევას. ჩვენთან გაკეთდება მოლეკულური ანალიზი, ანუ PCR ტესტირება და თუ დადებითი პასუხი მივიღეთ, მხოლოდ მაშინ ვიტყვი, რომ ჩემი კოლეგა არის დადასტურებული შემთხვევა. ამიტომ არ გეუბნებით, რომ დადასტურებულია“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

 

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 130 შემთხვევაა დაფიქსირებული.

 

 

 

 

 

 

 

  • მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში სასურსათო მაღაზიების, ბენზინგასამართი სადგურების, კვების ობიექტების, ღია საკოლმეურნეო ბაზრების და აფთიაქების გარდა ყველა სავაჭრო ობიექტი დაიხურა.

 

 

 

 

 

წაიკითხეთ და გაითვალისწინეთ საჭირო რეკომენდაციები

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X