
მუსიკოსი და ბასისტი, მიშო ჯაფარიძის შესახებ მაესტრო ნიკოლოზ რაჭველი სოციალურ ქსელში წერს.
„მშვიდობით მიშო… ჩემო უკარგესო, უძვირფასესო, თავმდაბალო, ერთგულო, კეთილო, ნიჭიერო, პროფესიონალო, საოცრად ორგანიზებულო, ნამდვილო დასაყრდენო, ყველაზე გულიანო…
ვერ, ვერ, ვერ ვიჯერებ რომ ვეღარასოდეს გნახავ სცენაზე შენი განუყოფელი ინსტრუმენტით ხელში, ვერ ვიჯერებ რომ შენს ტელეფონში აღარ აკრიფავ ხოლმე ახალი კომპოზიციის ჰარმონიებს, ვერ ვიჯერებ რომ აღარასოდეს იქნება ჩვენი ძვირფასი ნინოს საგასტროლო მოგზაურობები შენთან ერთად…
ვერ ვიჯერებ იმას, რაც ახლა ამ წუთებში ხდება… მიშო,“ – წერს ნიკოლოზ რაჭველი.
ასევე დაგაინტერესებთ:























