
ბოლნისის მუნიციპალიტეტის ქვემო ბოლნისიდან დედა-შვილს კორონავირუსი დაუდასტურდა.
როგორც ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, 19 წლის გოგო ფეხმძიმედაა.
„საველე ჰოსპიტალში 31 მარტის მდგომარეობით 2 ადამიანის დასკვნას ელოდებოდნენ. საერთო ჯამში, საველე ჰოსპიტალში 17 ადამიანია მოთავსებული.
გუშინ, 38 გრადუსი ტემპერატურით იყვნენ დედა-შვილი, ქალბატონები ბოლნისის მუნიციპალიტეტის ქვემო ბოლნისიდან, რომელთაც დღეს სამწუხაროდ, კორონავირუსი დაუდასტურდათ.
19 წლის ქალი ორსულია. ისინი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს“, – ამბობს რეხვიაშვილი.
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 130 შემთხვევაა დაფიქსირებული.
- 28 მარტს გამკაცრდა საკარანტინო რეჟიმი სამეგრელოსა და ზემო სვანეთში.
- 23 მარტს, მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მარნეული და ბოლნისი მთლიანად ჩაიკეტა
- 21 მარტს, პრეზიდენტმა საქართველოს მთელს ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
- საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელიც ქვეყანაში შემოვა, საკარანტინო ზონაში მოთავსდება.
- მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში სასურსათო მაღაზიების, ბენზინგასამართი სადგურების, კვების ობიექტების, ღია საკოლმეურნეო ბაზრების და აფთიაქების გარდა ყველა სავაჭრო ობიექტი დაიხურა.
- შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა აიკრძალა.
- შეზღუდვები შეეხო კაფე-ბარებსა და რესტორნებს.
წაიკითხეთ და გაითვალისწინეთ საჭირო რეკომენდაციები






















