12:23 | 2021-09-06 ავტორი: Prime Time

ამირან გამყრელიძე – სამწუხაროდ, აცრებზე ჯავშნების კლების ტენდენცია გაჩნდა 

ამირან გამყრელიძე – სამწუხაროდ, აცრებზე ჯავშნების კლების ტენდენცია გაჩნდა 

„კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველ დოზებზე სამწუხაროდ, ტენდენცია გაჩნდა დაჯავშნის მოკლების – თუ ჩვენ სექტემბერ-ოქტომბერში გავაკეთებთ მილიონ-მილიონ აცრას, სერიოზულად გავტეხავთ წელში ამ პანდემიას, – ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტ-ქალაქი“ განაცხადა.

ბოლო 24 საათში 61 ადამიანი გარდაიცვალა - ნახეთ, რამდენია დაინფიცირებული
2021-09-06ბოლო 24 საათში 61 ადამიანი გარდაიცვალა - ნახეთ, რამდენია დაინფიცირებული

 

„ქვეყანაში „ფაიზერის“ 700 ათასი თავისუფალი დოზაა, ყოველდღე მოსახლეობას ვეუბნები – დაჯავშნეთ. პირველ დოზებზე სამწუხაროდ, ტენდენცია გაჩნდა დაჯავშნის მოკლების. დღეში 24 ათასი აცრა გვაქვს საშუალოდ და ეს კარგია, მაგრამ მინდა, რომ სექტემბერში იყოს 30 ათასი აცრა დღეში იმიტომ, რომ სექტემბერ-ოქტომბერი ჩვენთვის არის კრიტიკული. თუ ჩვენ სექტემბერ-ოქტომბერში გავაკეთებთ მილიონ-მილიონ აცრას, სერიოზულად გავტეხავთ წელში ამ პანდემიას“, – განაცხადა გამყრელიძემ.

 

ასევე დაგაინტერესებთ: 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X