
კორონავირუსს 15 წლის მოზარდის სიცოცხლე ემსხვერპლა. მოზარდი მკურნალობას ციციშვილის კლინიკაში გადიოდა.
.
როგორც ციციშვილის კლინიკაში „პრაიტაიმს“ განუცხადეს, მოზარდს თანმხლები დაავადებები ჰქონდა.
„ბავშვი ჩვენთან 1-ელ სექტემბერს შემოვიდა. ბინაზე, მისი ოჯახის წევრს ჰქონდა კორონავირუსული ინფექცია. ავადობის მე-4 დღე იყო. შემოსვლისას, მისი მდგომარეობა თანმხლები ბაქტერიული ინფექციით იყო გართულებული. ასევე, მას ჰქონდა ოპერაცია გაკეთებული. გამოხატული იყო ტეტრაპარეზი, ბავშვთა ცერებრალური დამბლა, ფსიქომოტორული სფეროს ღრმა ჩამორჩენა და ფილტვის ქსოვილის დაზიანება. შემოსვლის დღიდანვე, ჟანგბადდამოკიდებული იყო. გუშინ მდგომარეობა უფრო გართულდა და საღამოს, 20:00 საათისთვის გარდაიცვალა“, – აცხადებს მაია ჩხაიძე.
ასევე დაგაინტერესებთ:























