
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია ციციშვილის კლინიკაში 15 წლის მოზარდის გარდაცვალებას ეხმაურება.
როგორც თამარ გაბუნია ამბობს, მოზარდს მძიმე ფონური დაავადებები აღენიშნებოდა და გარკვეულწილად ამან განაპირობა მდგომარეობის დამძიმება.
„საყურადღებოა ორსულების და ბავშვების შემთხვევების მართვა. ძალიან სამწუხარო შემთხვევაა 15 წლის მოზარდის გარდაცვალება, რომელსაც მძიმე ფონური დაავადებები აღენიშნებოდა და ამან განაპირობა მდგომარეობის დამძიმება. სხვა შემთხვევებში, ბავშვთა ასაკში შემთხვევების უდიდესი ნაწილი არის მსუბუქი და საშუალო მიმდინარეობის. იმ ბავშვებს ვისაც აქვთ გარკვეული ჯანმრთელობის პრობლემები მათთვის კორონავირუსი არის განსაკუთრებული რისკი, ისევე, როგორც ეს არის ზრდასრული ადამიანებისთვის“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
ცნობისთვის, ციციშვილის კლინიკაში 15 წლის მოზარდი კორონავირუსით გარდაიცვალა.
ასევე დაგაინტერესებთ:






















