10:42 | 2021-09-07 ავტორი: თეონა ყაჭიური

იქნება თუ არა საქართველოში ვაქცინაცია სავალდებულო – ეკატერინე ტიკარაძის განმარტება

იქნება თუ არა საქართველოში ვაქცინაცია სავალდებულო – ეკატერინე ტიკარაძის განმარტება

„სიმართლე გითხრათ, მე ვერ ვხედავ იმის საფუძველს, რომ ვაქცინაცია სავალდებულო გახდეს საქართველოში“,- ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე სავალდებულო ვაქცინაციასთან დაკავშირებით საუბრობს.

 

როგორც ტიკარაძე ამბობს, ვაქცინაცია უნდა იყოს მიზნობრივი და არა მასობრივი.

 

„დავაკვირდით, რომელი ჯგუფი ავადდება ყველაზე მეტად და ასევე, რომელი ჯგუფის ჰოსპიტალიზაცია ხდება ყველაზე მეტად, და ჰოსპიტალიზებულთა შორის გამოიკვეთა ის ასაკობრივი გრადაცია და ასაკობრივი პირამიდა, რომელიც ჩვენ უკვე რამდენჯერმე განვმარტეთ – ეს არის 60 წელს ზემოთ მოქალაქეები და, რა თქმა უნდა, მოქალაქეები, რომლებსაც აქვთ მძიმე ქრონიკული დაავადებები.

 

აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია არა მასობრივი ვაქცინაცია, არამედ, მიზნობრივი ვაქცინაცია იმისთვის, რომ მოხდეს როგორც ჰოსპიტალიზაციის, ასევე, ლეტალობის შემცირება” – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

 

ასევე დაგაინტერესებთ: 

 

 

 

 

 

 

ავტორი: თეონა ყაჭიური

X