14:48 | 2020-04-02 ავტორი: Prime Time

პიკურ სტადიას შესაძლოა, ველოდოთ აპრილის მეორე ნახევრიდან – ტიკარაძე

პიკურ სტადიას შესაძლოა, ველოდოთ აპრილის მეორე ნახევრიდან – ტიკარაძე

ეს გვაძლევს იმის საფუძველს, არ ჩავთვალოთ, რომ ქვეყანაში ზარების შემოკვრის დროა, მაგრამ ეს არ გვაძლევს იმის საფუძველს, რომ არ გავამკაცროთ ღონისძიებები – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.

 

„10 პაციენტიდან ძირითადის კონტაქტები ჩვენი ეპიდემიოლოგების მხრიდან არის დადგენილი და მათი უმეტესობა არის ან უკვე ცნობილი კლასტერებიდან ან იმ საკარანტინო ზონებიდან, რომელშიც არიან განთასებულები ჩვენი პაციენტები.

 

ეს გვაძლევს იმის საფუძველს, არ ჩავთვალოთ, რომ ქვეყანაში ზარების შემოკვრის დროა, მაგრამ ეს არ გვაძლევს იმის საფუძველს, რომ არ გავამკაცროთ ღონისძიებები და არ დავსახოთ ჩვენი შემდგომი სტრატეგია უკვე გართულებული და გაზრდილი შემთხვევების მართვისთვის.

 

აქედან გამომდინარე, ვთვლით, რომ პიკურ სტადიას შესაძლოა, ველოდოთ აპრილის მეორე ნახევრიდან, იმის მიხედვით, თუ რამდენად ეფექტური იქნება მენეჯმენტი, როგორც სახელმწიფოს გუნდის მხრიდან, ასევე ჩვენი მოქალაქეების მხრიდან აღსრულების ნაწილი.“- განაცხადა ტიკარაძემ.

 

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 130 შემთხვევაა დაფიქსირებული.

 

 

 

 

 

 

 

  • მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში სასურსათო მაღაზიების, ბენზინგასამართი სადგურების, კვების ობიექტების, ღია საკოლმეურნეო ბაზრების და აფთიაქების გარდა ყველა სავაჭრო ობიექტი დაიხურა.

 

 

 

 

 

წაიკითხეთ და გაითვალისწინეთ საჭირო რეკომენდაციები

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X