14:53 | 2021-09-07 ავტორი: Prime Time

„ოქტომბრის ბოლოს ეპიდემიას წელში გავტეხავთ“ – ამირან გამყრელიძე ამ მიზნის მისაღწევად პირობას ასახელებს

„ოქტომბრის ბოლოს ეპიდემიას წელში გავტეხავთ“ – ამირან გამყრელიძე ამ მიზნის მისაღწევად პირობას ასახელებს

„ხშირად ვამბობ, რომ თუ სექტემბერში გვექნება დაახლოებით მილიონი აცრა და იგივე ოქტობერშიც, ჩვენ ოქტომბრის ბოლოს ეპიდემიას წელში სერიოზულად გავტეხავთ“,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

 

მისი თქმით, სამწუხაროდ, ვაქცინაციის მიმართ აქტიურობა თანდათან მცირდება.

 

„გუშინ გვქონდა ისევ 24 000 მაგრამ, ზოგადად, საშუალოდ სექტემბრის (აცრილთა მაჩვენებელი) დღეს არის 21 000 – 22 000- ის ფარგლებში, რითაც რა თქმა უნდა, არ ვართ კმაყოფილი. როდესაც ჩვენ ვუყურებთ ჯავშნების რაოდენობებს სამწუხაროდ, პირველ ჯავშანზე აქტიურობა თანდათან მცირდება და საჭიროა მეტი მოწოდება. მედიას, კიდევ ერთხელ გთხოვთ, მოსახლეობას მაქსიმალურად მოუწოდოთ ვაქცინაციისკენ. კვირას დამატებით კიდევ შემოვიადა ბოლო 400 000 დოზა „ფაიზერი“, ანუ შესრულდა ის მილიონახევარი დოზა. ამ მილიონნახევდრიდან დღეს, თავისუფალი გვაქვს 700 000 დოზა და დანარჩენი უკვე გამოყენებულია აცრისთვის ან დაჯავშნილია პირველი და მეორე აცრისთვის.

 

ორშაბათიდან ვაქცინირებული პირებისთვის ლატარია გათამაშდება - რა ფულადი პრიზებია გამოყოფილი
2021-09-07ორშაბათიდან ვაქცინირებული პირებისთვის ლატარია გათამაშდება - რა ფულადი პრიზებია გამოყოფილი

 

სექტემბერში, 700 000 დოზა ვაქცინა 350 000 ადამიანს ნიშნავს დამატებით. ძალიან გვინდა, რომ ოქტომბრის ბოლომდე ეს ათვისებული იყოს. ასევე გვინდა ათვისებული იყოს ის სხვა ვაქცინებიც, რომელიც გვაქვს ეს იქნება „ასტრაზენეკა“, „სინოფარმი“, თუ სინოვაკი“. ანუ, სულ რომ პესიმისტურად ვიყოთ, ძალიან მინდა, სექტემბერში იყოს დღეში იგივე 23 000 აცრა, მაგრამ ამავე დროს, კიდევ უფრო მეტად მინდა იყოს 30 000.

 

7 სექტემბრის მონაცემებით სულ ჩატარებულია 1 340 062 აცრა. 1 დოზით ვაქცინირებულია 850 868 ადამიანი – მოზრდილი მოსახლეობის 29.8%

 

სრულად ვაქცინირებულია 489 194 ადამიანი – მოზრდილი მოსახლეობის 17.1% 6 სექტემბერს აიცრა 24 262 ადამიანი.

 

ასევე დაგაინტერესებთ: 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X