
„მამა ბენიამინი და ლაშა ბექაურის დედა ქალბატონი ვიკა წიკლაური, როდესაც გაიგო თავის შვილის გმირობა,“- წერს ჯაბა აბრამიშვილი სოციალურ ქსელში და ემოციურ ფოტოებს აქვეყნებს.


როგორც ლაშა ბექაურის დედამ აღნიშნა, ის თამაშის დროს მონასტერში იმყოფებოდა.
შეგახსენებთ, 28 ივლისს საქართველოს დელეგაციამ ტოკიო-2020-ზე პირველი ოქროს მედალი მოიპოვა. 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ქართველმა სპორტსმენმა ფინალში გერმანელი ედუარდ ტრიპელი დაამარცხა.
ფინალამდე ბექაურმა ოთხ მეტოქეს მოუგო: პოლონელ პიოტრ კუჩერას, ებრაელ ლი კოჩმანს, უზბეკ დავლატ ბობონოვს და რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის გუნდის წევრ მიხაილ იგოლნიკოვს.
ასევე დაგაინტერესებთ:






















