14:40 | 2020-04-02 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

შეიძლება იყოს ვიღაც, ვისაც კორონავირუსი მეორეჯერ დაემართება – პაატა იმნაძე

შეიძლება იყოს ვიღაც, ვისაც კორონავირუსი მეორეჯერ დაემართება – პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის თქმით, გამორიცხული არ არის, კორონავირუსი ადამიანს ხელმეორედ დაემართოს.

 

„ამბობენ, რომ ჩინეთში ამისი შემთხვევები იყო აღწერილი. ამის ცნობები გამოქვეყნდა. დაველოდოთ ლიტერატურას. წითელა შეიძლება ადამიანს მეორეჯერ დაემართოს, თუმცა, ეს არის უკიდურესად იშვიათად.

 

ასე რომ, COVID-ზე სულ არ არის გამორიცხული, რომ ეს შესაძლებლობა არსებობს. რამდენად ხშირი იქნება ეს? – არ მგონია, ყველას მეორეჯერ დაემართოს, მაგრამ ვიღაც შეიძლება იყოს ვისაც მეორეჯერ დაემართება,“ – განაცხადა პაატა იმნაძემ.

 

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 130 შემთხვევაა დაფიქსირებული.

 

 

 

 

 

 

 

  • მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში სასურსათო მაღაზიების, ბენზინგასამართი სადგურების, კვების ობიექტების, ღია საკოლმეურნეო ბაზრების და აფთიაქების გარდა ყველა სავაჭრო ობიექტი დაიხურა.

 

 

 

 

 

წაიკითხეთ და გაითვალისწინეთ საჭირო რეკომენდაციები

 

 

 

 

 

 

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X