14:58 | 2020-04-02 ავტორი: სალომე ნეფარიძე

ერთ-ერთ საჯარო მოხელეს კორონავირუსის სიმპტომები აღენიშნება

ერთ-ერთ საჯარო მოხელეს კორონავირუსის სიმპტომები აღენიშნება

რუსთავში, ერთ-ერთ სახელმწიფო მოხელეს კორონავირუსის სიმპტომები აღენიშნება და მას ლაბორატორიული გამოკვლევები უტარდება. ამის შესახებ სახელმწიფო რწმუნებულმა ქვემო ქართლში, შოთა რეხვიაშვილმა POST TV-ის ეთერში განაცხადა.

 

მისივე თქმით, რამდენიმე დღის წინ აღნიშნული სახელმწიფო მოხელის ოჯახის წევრს კორონავირუსი დაუდასტურეს. ჯერჯერობით სხვა დამატებითი დეტალები უცნობია.

 

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 130 შემთხვევაა დაფიქსირებული.

 

 

 

 

 

 

 

  • მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში სასურსათო მაღაზიების, ბენზინგასამართი სადგურების, კვების ობიექტების, ღია საკოლმეურნეო ბაზრების და აფთიაქების გარდა ყველა სავაჭრო ობიექტი დაიხურა.

 

 

 

 

 

წაიკითხეთ და გაითვალისწინეთ საჭირო რეკომენდაციები

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X