12:40 | 2021-09-10 ავტორი: თეონა ყაჭიური

რა მოხდა შანაი ბრუკის მკვლელობის ღამეს – გამოძიებამ მოტივი დაადგინა

რა მოხდა შანაი ბრუკის მკვლელობის ღამეს – გამოძიებამ მოტივი დაადგინა

შანაი ბრუკის გარდაცვალებასთან დაკავშირებით პროკურატურა განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში მკვლეობის მოტივზეც არის საუბარი.

 

როგორც ირკვევა, რაფაელ მურსაკულოვი გოგონას ყაჩაღურად თავს დაესხა, შემდეგ კისრის არეში მიაყენა დაზიანებები და გაგუდა.

 

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 30 ივლისს, დაახლოებით 16:00 საათზე, თბილისში, მთაწმინდის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბრალდებული ყაჩაღურად, პირადი ნივთების დაუფლების მიზნით თავს დაესხა შანაი ბრუკი ედუარდს. მსხვერპლის მიერ გაწეული წინააღმდეგობის გამო, ბრალდებულმა, ყაჩაღობის გაადვილების და შემდგომში მისი დაფარვის მიზნით, ანგარების მოტივით, მისი მოკვლა გადაწყვიტა.

 

ბრალდებულმა შანაი ბრუკს დანით კისრის არეში მიაყენა დაზიანება და გაგუდა. ამის შემდეგ იგი მსხვერპლის პირად ნივთებს დაეუფლა და დანაშაულის კვალის დაფარვა სცადა, ცხედარს ხის ტოტები დააფარა, დანაშაულის იარაღი – დანა მიმდებარე ტერიტორიაზე გადააგდო და ადგილიდან მიიმალა“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

საქმეზე გამოძიება ორი მუხლით დაიწყო, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16 წლიდან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

 

 

ნახეთ სხვა სიახლეები ⇓

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: თეონა ყაჭიური

X