13:59 | 2021-09-10 ავტორი: Prime Time

2 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ დასვენება მინდა, არანაირი ქაოსისა და მსგავსი მაიმუნობის თავი არ მაქვს – იაგო ხვიჩია

2 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ დასვენება მინდა, არანაირი ქაოსისა და მსგავსი მაიმუნობის თავი არ მაქვს – იაგო ხვიჩია

ძალიან დავიღალე და 2 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ დასვენება მინდა, არანაირი ქაოსისა და მსგავსი მაიმუნობის თავი არ მაქვს, – ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

 

მისივე თქმით, მას სურს, ყველაფერმა მშვიდად ჩაიაროს და არჩევნების ისეთი შედეგები მიიღონ, რაც უკეთესი იქნება ამ ქვეყნისთვის.

 

„იმედი მინდა მქონდეს, რომ 2 ოქტომბრის არჩევნების რეჟიმში არ ვიქნებით, რაც გასულ წელს იყო.

 

გასულ წელსაც ვფიქრობდით, რომ არჩევნების შემდეგ დავისვენებდი, მაგრამ მეორე არჩევნები ისე მოვიდა, რომ საგიჟეთიდან ვერ გამოვედით.

 

ახლა მინდა, რომ ეს დამთავრდეს. ისეთივე საგიჟეთის მოწყობას არ ვაპირებთ, რადგან ამის ენერგია არ გვაქვს. ჩემი კოლეგები დიდი პარტიიდან არიან, ჩვენ ცოტანი ვიყავით და ბრძოლის წინა ხაზზე ყოფნა სულ მოგვიწია”, – განაცხადა ხვიჩიამ.

 

შეგახსენებთ, „გირჩი“ პარლამენტში 2021 წლის 19 აპრილს შევიდა. პარტიიდან საკანონმდებლო ორგანოში 4 დეპუტატი მოხვდა, მათგან ერთი – ზურა ჯაფარიძე, რომელიც პარტიის ლიდერი იყო, მათ გამოეყო და ახალი პარტია „გირჩი – მეტი თავისუფლება“ დააარსა.

 

ასევე დაგაინტერესებთ:

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X