21:47 | 2021-09-10 ავტორი: Prime Time

როგორ შეიძლება მიმდინარეობდეს “მიუ” შტამი ბავშვებში – პედიატრის განმარტება

როგორ შეიძლება მიმდინარეობდეს “მიუ” შტამი ბავშვებში – პედიატრის განმარტება

პედიატრის, თეიმურაზ მიქელაძის განცხადებით, “მიუ” ახალი შტამია და ჯერჯერობით დაკვირვების ქვეშაა, თუმცა მისი ვარაუდით, მოზარდებში ის განსაკუთრებული სიმძიმით არ უნდა მიმდინაეობდეს.

 

„სწორედ ეს ასაკობრივი ჯგუფი მსოფლიოში ყველაზე ნაკლებად არის იმუნიზირებული, მათი მოცვა არის ყველაზე ნაკლები. სწორედ ეს ჯგუფი ინფიცირდებოდა, თუმცაღა გადაჰქონდათ უმეტეს შემთხვევაში მსუბუქი ან უსიმპტომო ფორმით. ასეა საუბარი “მიუზეც“. “მიუ” შტამზე ჩვენ რა უნდა ვიცოდეთ, როდესაც ჯანმომ გამოაცხადა როგორც დაკვირვებადი შტამი. იმისთვის, რომ მე-5 და შემდგომი შტამები ავიცილოთ თავიდან, უნდა დავიცვათ მაქსიმალურად რისკ ჯგუფის მოსახლეობა და სწორედ მათ უნდა ავარიდოთ ნებისმიერი შტამი.

 

მე არა მგონია, რომ “მიუ” განსაკუთრებული სიმძიმით მიმდინარეობდეს ბავშვებში, იმიტომ რომ ასეთი მონაცემები მე რაც გადავხედე, ჯერჯერობით არ შემხვედრია,” – განაცხადა თეიმურაზ მიქელაძემ.

 

ასევე წაიკითხეთ სხვა სიახლეები და სტატიები ⇓

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X