
იმერეთში მეხუთე საკარნტინე სივრცე დაემატა. სივრცე წყალტობოში სასტუმრო „პრომეთეში“ მოეწყობა.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის იმერეთის სამმართველოს ხელმძღვანელის თქმით, სასტუმრო „პრომეთეში“ 55 პირი მოთავსდება.
გოჩა გიორგაძის თქმით, ქუთაისის ლაბორატორიაში 15 საეჭვო პაციენტის ბიოლოგიური ნიმუში შემოწმდა და არცერთ მათგანს კორონავირუსი არ დაუდასტურდა.

წყალტუბოს სასტუმრო „პლაზაში“ 87პირი იმყოფება, ყოფილ სამხედრო სანატორიუმში 144, ხოლო საჩხერის საკარანტინო სივრცეში 57 პირი იმყოფება.























