19:41 | 2020-04-02 ავტორი: თეონა ყაჭიური

უხანის ინსტიტუტმა კორონავირუსი ღამურებში ჯერ კიდევ 2018 წელს აღმოაჩინა – მანუჩარ პირველი

უხანის ინსტიტუტმა კორონავირუსი ღამურებში ჯერ კიდევ 2018 წელს აღმოაჩინა – მანუჩარ პირველი

„უხანის ინსტიტუტში ჯერ კიდევ 2018 წელს ტარდებოდა კვლევები კრონავირუსთან დაკავშირებით, რომელიც ღამურებში იპოვეს“,- ამის შესახებ მანუჩარ პირველმა „ტელეკომპანია პირველთან“ საუბრისას განაცხადა.

 

როგორც იგი ამბობს, ჩინეთს რომ მაშინვე დაეწესებინა აკრძალვები, დღეს ამდენი ზარალი არ გვექნებოდა.

 

„ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო სააგენტომ გაავრცელა ცნობა იმის შესახებ, რომ უხანის ინსტიტუტში ჯერ კიდევ 2018 წელს ტარდებოდა კვლევები კრონავირუსთან დაკავშირებით.

 

ვირუსი მაშინ ღამურებში იპოვეს.

 

იმ დროს მათ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისთვის რომ ეცნობებინათ, ამდენ ზარალს ავცდებოდით.

 

ჩინეთის მიერ გამოქვეყნებული მონაცემები სანდო არ არის - მსოფლიო სამედიცინო ასოციაცია
2020-04-02ჩინეთის მიერ გამოქვეყნებული მონაცემები სანდო არ არის - მსოფლიო სამედიცინო ასოციაცია
 

 

მათ იცოდნენ, რომ ღამურები იყვნენ ვირუსის გადამტანები, მაგრამ არანაირი შეზღუდვა გაყიდვაზე არ გავრცელებულა.

 

დეკემბერს, როდესაც ბაზრიდან 585 ნიმუში ამოიღეს, 33 ღამურას ახალი კორონავირუსი აღმოჩნდა.

 

ყველაზე მნიშვნელოვანი კი აშშ-ის 2019 წლის ანგარიშია, რომელშიც ვაშინგტონი ეჭვობს, რომ ჩინეთი ფარულ ბიოლოგიურ ომს აწარმოებს. ამას ტრამპი ყოველთვის აღნიშნავდა“,- აღნიშნა მანუჩარ პირველმა.

ავტორი: თეონა ყაჭიური

X