
ქართველი მუსიკოსის, ნათია ჭიჭინაძის, იგივე Creams-ის ტრეკი Sleep On Me, Netflix-ის სერიალ ლუციფერის მეექვსე სეზონის მე-5 სერიაში გამოიყენეს. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში თავად მუსიკოსი ავრცელებს.
“ყველგან მინდა დავწერო, რომ ჩემი ტრეკი “Sleep on me” მოხვდა Lucifer -ის ეპიზოდში. განსხვავებული და ძაალიან კარგი შეგრძნებაა როცა შრომა ამ სახით გიფასდება და მინდა ყველას ვუთხრა, რომ არც ერთი ოფლის წვეთი, ჩადებული დრო და რესურსი არ დაგეკარგებათ, თუ ბოლომდე მიიყვანთ დაწყებულ საქმეებს”,- წერს მუსიკოსი.
ასევე წაიკითხეთ სხვა სიახლეები და სტატიები ⇓






















