
მაჭავარიანის ფერდობზე ისევ ნაპრალები გაჩნდა. საკითხთან დაკავშირებით კომენტარი დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემა გააკეთა:
„არანაირი პრობლემა, თქვენ იცით, რომ ახალი გზა გაგვყავს, შესაბამისად, არის 3 კონკრეტული ადგილი, რომელიც მეწყერსაშიში იყო და ჩვეულებრივად მიმდინარეობს სამუშაოები იმისთვის, რომ როდესაც პროექტი დასრულდება ყველანაირად ახალ გზაზე გადაადგილება იყოს ყველასათვის უსაფრთხო. ეს არის ძალიან მაგარი პროექტი, რომელიც მარშალ გელოვანსა და მაჭავარიანის ქუჩას აკავშირებს ერთმანეთთან” ,- ამბობს კახა კალაძე.
შეგახსენებთ, ვაშლიჯვრის ნაპრალები პირველად 2021 წლის მარტში გაჩნდა.
ასევე წაიკითხეთ სხვა სიახლეები და სტატიები ⇓






















