
აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით, არავაქცინირებულებში კორონავირუსით გარდაცვალების რისკი 11-ჯერ უფრო მეტია, ვიდრე სრულად ვაქცინირებულ პირებში.
ინფორმაციას ამის შესახებ The Hill-ი ავრცელებს.
კვლევაში 600 000-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა. შედეგებმა ასევე აჩვენა, რომ არავაქცინირებული მოსახლეობის საავადმყოფოში მოხვედრის რისკი 10-ჯერ უფრო მეტია, რაც ხაზს უსვამს იმას, რომ ვაქცინა სიკვდილისა და ჰოსპიტალიზაციის წინააღმდეგ დაცვას უზრუნველყოფს.
ასევე, კვლევის შედეგების თანახმად, არავაქცინირებულ პირებს ინფიცირების რისკი 4.5-ჯერ უფრო მეტი აქვთ, ვიდრე სრულად ვაქცინირებულ პირებს.
ასევე წაიკითხეთ სხვა სიახლეები და სტატიები ⇓






















