10:32 | 2021-09-12 ავტორი: Prime Time

AstraZeneca-ს ვაქცინის ერთ-ერთი შემქმნელი: კორონავირუსის ე.წ. ბუსტერი დოზა, შესაძლოა, ადამიანთა უმრავლესობისთვის საჭირო აღარ იყოს

AstraZeneca-ს ვაქცინის ერთ-ერთი შემქმნელი: კორონავირუსის ე.წ. ბუსტერი დოზა, შესაძლოა, ადამიანთა უმრავლესობისთვის საჭირო აღარ იყოს

AstraZeneca-ს ვაქცინის ერთ-ერთი შემქმნელი, სარა გილბერტი აცხადებს, რომ კორონავირუსის ე.წ. ბუსტერი დოზა, შესაძლოა, ადამიანთა უმრავლესობისთვის საჭირო აღარ იყოს.

 

ინფორმაციას ამის შესახებ The Hill-ი ავრცელებს.

 

„არ ვფიქრობ, რომ გამაძლიერებელი დოზა ყველამ უნდა მიიღოს. ადამიანთა უმრავლესობას იმუნიტეტი კარგად უნარჩუნდება. შესაძლოა, ბუსტერი დაჭირდეთ დაქვეითებული იმუნიტეტის მქონე პირებისა და მოხუცებს, მაგრამ ყველას არა“,- განაცხადა გილბერტმა.

 

ასევე წაიკითხეთ სხვა სიახლეები და სტატიები ⇓

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X