
სოციალურ ქსელში გავრცელა ინფორმაცია, რომ სწრაფი და PSR ტესტი ფასიანი გახდა, ინფორმაცია “პრაიმტაიმმა” დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში გადაამოწმა, სადაც განგვიცხადეს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით, არაფერი შეცვლილა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ უარყო გავრცელებული ინფორმაცია, რომ დღეიდან სწრაფი და PCR ტესტები ფასიანი გახდა.
“ტყუილია, ვინ გითხრათ ეს? დიაგნოსტიკასთან დაკავშირებით არაფერი შეცვლილა. მთავრობის განკარგულება არსებობს, ვის ეკუთვნოდა უფასოდ, ყველასთვის ისევ უფასოა“, – განაცხადა გამყრელიძემ “ინტერპრესნიუსთან”.






















