
ვაქცინაციის მოძრავი ავტობუსი ამჯერად „რუსთავი 2-ის“ ეზოში გაჩერდა, სადაც ტელეკომპანიის თანამშრომლები პირდაპირ ეთერში იცრებიან.
ჟურნალისტები ხაზს უსვამენ ვაქცინაციის მნიშვნელობას და აღნიშნავენ, რომ ეს პანდემიის დასრულების გზაა.
ერთ-ერთი ვინც პირდაპირ ეთერში აიცრა „სხვა შუადღის“ წამყვანი და მომღერალი ქრისტინე იმედაძეა.
„მე ახლა ვიცრბეი და ეს ძალიან დიდი გამარჯვებაა საკუთარ თავზე. ვინც ჩემნაირი მშიშარაა, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ვისთან ერთად წახვალთ აცრაზე. მე ჩემს მეგობრებთან ერთად ვარ,“ – ამბობს ქრისტინე იმედაძე.


ცნობისთვის, 13 სექტემბრის მონაცემებით სულ ჩატარებულია 1 507 986 აცრა. სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 902 457 ადამიანი – მოზრდილი მოსახლეობის 31.6%. სრულად ვაქცინირებულია 605 529 ადამიანი – მოზრდილი მოსახლეობის 21.2%.
ნახეთ ვიდეო ⇓
ასევე წაიკითხეთ სხვა სიახლეები და სტატიები ⇓






















