
„დღეიდან ვაქცინაციის წამახალისებელი ლატარეა იწყება, რომლის საპრიზო ფონდი 2 800 000 ლარს შეადგენს“, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„დღეიდან იწყება ვაქცინაციის წამახალისებელი ლატარეა, რომლის საპრიზო ფონდი 2 800 000 ლარს შეადგენს. შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, ფულადი ჯილდოები გათამაშდება როგორც ერთჯერადად, ისე ორჯერადად ვაქცინირებული პირებისთვის. გათამაშებები ჩატარდება როგორც ყოველდღიურად, ასევე ყოველკვირეულად,- განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.
ნახეთ ვიდეო: აიცერი და მოიგე – ვიდეოინსტრუქცია
ასევე წაიკითხეთ სხვა სიახლეები და სტატიები ⇓























