
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი საკუთარ მხარდამჭერებს უკვე წლებია, საქართველოში ჩამოსვლას ჰპირდება, თუმცა ბევრჯერ გაუცრუა ხალხს იმედი.
ირაკლი კობახიძე სააკაშვილს მშიშარას უწოდებს.
„უკვე არაერთი წელია, საკუთარ მხარდამჭერებს ჩამოსვლას ჰპირდება, თუმცა ყოველ ჯერზე გაუცრუა იმედები საკუთარ ამომრჩეველს. ვიცით, რომ მხდალია, მშიშარაა და აქედან გამომდინარე, ალბათ გაუჭირდება ამ შემთხვევაშიც ამ ანონსის შესრულება. თუმცა, ვნახოთ, თუ შემოვა, მას მიეჩინება ის ადგილი, რაც უნდა მიეჩინოს.
ძალის გამოყენება არის ის, რაც სჭირდება სამართალდამცავ ორგანოს, რომ ნებისმიერი კრიმინალი დააკავოს. რა 40 000 ათასი ადამიანი, 5 000 ვერ შეკრიბეს, აქციები როცა ჰქონდათ. ჩვენ არ დაგვჭირდება არანაირი ძალის გამოყენება, ყველაფერი იქნება ლამაზად. საზღვრიდან მოხვდება სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ეს ყველაფერი ძალიან ლამაზად გაკეთდება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ნახეთ: ზღვით, ჰაერით, ხმელეთით – რამდენჯერ დაანონსა და გადაიფიქრა სააკაშვილმა საქართველოში დაბრუნება?
ასევე წაიკითხეთ სხვა სიახლეები და
სტატიები ⇓






















